ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 49,3%
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით 57,53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 121,77 მლნ ლარით, ანუ 0,21%-ით ნაკლებია, ვიდრე იყო 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 197,32 მლნ ლარით, ანუ 0,77%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 319,09 მლნ ლარით, ანუ 1%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 49,3% და 1,91პროცენტული პუნქტით მეტი 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.
საშუალოშეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე ოქტომბერში 6,9% შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე 9,06%, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე კი 2,59%.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.