თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ამ წუთებში აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გზა გადაკეტა.
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასასუფთავებლად ღონისძიებები დაახლოებით დილის შვიდ საათზე დაიწყეს.
მანამდე შსს-მ ხმოვანი სიგნალით აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ წესრიგისა და წესრიგის აღსადგენად სამართლებრივ ზომებს მიიღებდნენ.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
აქციის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი და მედია-საშუალებების რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. საპოლიციო ღონისძიებების დროს აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
გუშინ, წინა დღეების მსგავსად, საmართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.