თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.
საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
ბოლო წუთებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიცია ცრემლსადენ აირის კაფსულებს და წიწაკის სპრეის იყენებს. მომიტინგეები სამართალდამცველებს ლაზერებს ანათებენ, ესვრიან საგნებს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს. პოლიცია მომიტინგეებს აკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მომიტინგეების დაშლას ცდილობს, ისინი თავისუფლების მოედანს არ ტოვებენ. ყველაზე დაძაბული სიტუაცია ჭიჭინაძის ქუჩაზეა.
რამდენიმე მომიტინგე შეუძლოდ გახდა.