ლავროვი: საჭიროა კონფლიქტის პირველმიზეზების აღმოფხვრა

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კონფლიქტის არანაირი მოგვარება არ იქნება მტკიცე და გრძელვადიანი, თუ კონფლიქტის მიზეზები არ აღმოიფხვრა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში აკრედიტებულ ელჩებთან მრგვალ მაგიდაზე.
მისი თქმით, „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს“ ვერანაირი საინფორმაციო ომები ვერ დაეხმარება, ხოლო რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები და ამოცანები განხორციელდება.

„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მშვიდობიან, პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს, მაგრამ უკრაინის კონფლიქტის არანაირი გადაწყვეტა არ იქნება მტკიცე, გრძელვადიანი, თუ მისი პირველმიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი“, — აღნიშნა ლავროვმა.

რუსი მინისტრის თქმით, მათ შორისაა რუსეთის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიანი საფრთხეების შექმნა ნატოს გაფართოების გზით და უკრაინის ალიანსში შეყვანის მცდელობები.
გარდა ამისა, ლავროვს კონფლიქტის პირველმიზეზად ასევე მიაჩნია „კიევის რეჟიმის სისტემატიური ქმედებები რუსებისა და საკუთარი ქვეყნის რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების მოსასპობად“.