ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია

საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 42 ქვეყნიდან, რომლებმაც დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალი აგიტაციის პირობებში და ამომრჩეველს დიდი არჩევანი ჰქონდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება 25 ნოემბერს შეიძინა. პარლამენტში გასულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ უარი თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პირველი სხდომა არ დანიშნა და ამის ნაცვლად 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„საქართველოში, სადაც წინა არჩევნებშიც ლიდერი ვიყავი, ვნახე მწვავე პოლარიზაცია პარტიებს შორის, მაგრამ ასევე არჩევნები, რომელმაც ამომრჩევლებს შესთავაზა ვარიანტების ფართო არჩევანი, სადაც კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება“, - წერს პია კაუმა.
მისი თქმით, არჩევნებს აკვირდებოდა 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 42 ქვეყნიდან, რომლებმაც წარმოადგინეს მიმართულებები საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა აღმოიფხვრას.
„მე უკვე შევთავაზე საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი“, - წერს პია კაუმა.
კაუმას თქმით, არჩევნებზე დაკვირვების დროს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰყავდეს დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებსაც უამრავი ფაქტისა და ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ სამსჯელოდ.
„საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ყოველთვის არ გვიმართლებს, რათა შესაბამისი მკაფიო ფაქტების მოპოვება შეგვეძლოს. ზუსტად აქ, შესაძლოა, დიალოგმა შეასრულოს საკუთარი როლი კომუნიკაციის გზით პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით“, - დასძინა მან.
ოპოზიციამ, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს და შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მათ ასევე ამ საკითხზე საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ თავშეკავებული ფორმულირება არჩიეს და განაცხადეს, რომ მსგავს პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.