ბოლნისში მექორწილეების დაჭრა: დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

ქორწილში დაწყებული კონფლიქტი შვიდი ადამიანის დაჭრით დასრულდა, დაკავებულია ორი ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.