გახდება თუ არა პირველი პრეზიდენტის ვაჟი საქართველოს პრეზიდენტი?

როგორც მმაეღველ გუნდში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ კონსტანტინე კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურა, ისევე როგორც საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე არ განიხილება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ირაკლი ღარიბაშვილი რომ გახდეს პრეზიდენტი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ იქნება, გამსახურდიას კანდიდატურასაც არ განვიხილავთ, რადგანაც გუნდი სხვა ადამიანზე შეჯერდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს - არჩევნები პარლამენტში გაიმართება.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, პირველი სხდომა კი 25 ნოემბერს გაიმართა.