თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ევროპის დედაქალაქებში უკრაინაში სამხედროებს გაგზავნის იდეამ კი გაიჟღერა, მაგრამ იქ კონსენსუსი არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ასეთი იდეები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან გაჟღერდა, თუმცა გამოითქვა სხვადასხვა კონტრარგუმენტებიც — არა ამ იდეის სასარგებლოდ. ამიტომ ევროპელებს არ აქვთ ერთიანი აზრი ამ საკითხზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც ცხელი თავები ჩნდებიან“, — თქვა მან.
ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, იცის თუ არა კრემლმა ევროპაში მიმდინარე დისკუსიების შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი უარს იტყვის კიევის შემდგომ დახმარებაზე, შესაძლოა უკრაინაში ჯარები ან კერძო სამხედრო კომპანიების პერსონალი გაიგზავნოს.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ უცნობია, რამდენად შეესაბამება ეს გზავნილები რეალობას და საერთოდ, რაზეა საუბარი რეალურად.