თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს 2011 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში.
პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ ესწრება. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას - მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ახალ პარლამენტში მუშაობაზე ოპოზიციის უარის მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს.