ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა: ცეცხლის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატის მთაზე პარასკევს გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია
ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატის მთაზე პარასკევს გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყის მიმდებარედ ალპურ ზონაში რთულად მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია ხმელი ბალახი. ამ დროისთვის შეინიშნება მცირე კვამლი. სტიქიის ზონაში პრევენციისთვის იმყოფებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზე იყო გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.