თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მამა გახდა - ფეხბურთელის ოჯახს გოგონა შეეძინა.
ახალშობილის ფოტო ბედნიერმა მამამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პატარა გოგონას ენი დაარქვეს.
გიორგი მამარდაშვილი მამა გახდა
© Courtesy of Giorgi Mamardashvili
მანამდე, 2024 წლის აგვისტოში პირველი შვილი საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას შეეძინა. ბიჭუნას დამიანე დაარქვეს.