დღეს 2024 წლის 22 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
იღბლიანი დღეა, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, ჯანსაღი აზრებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ასევე მაღალია იმუნიტეტი, თუმცა, საკუთარი ძალების გადაჭარბებულმა შეფასებამ, შესაძლოა, რაღაც შეცდომები გამოიწვიოს.
ვერძი: დღეს კოსმოსიდან ენერგიას მიიღებთ. აპატიეთ მტრებს დ გული სიყვარულისთვის გახსენით. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, არ მოინდომოთ მბრძანებლობა - ახლობელი ადამიანი, შესაძლოა, განაწყენდეს და თქვენ შორის ურთიერთობები დაიძაბოს. ჯობს, აჩვენოთ თქვენი სიყვარული ახლობლებს. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. ყურადღება გამოიჩინეთ უფროსი თაობის ადამიანების მიმართ.
კურო: კარგი დღეა ინვესტიციებისთვის, ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ჯობს, თუ მეორეხარისხოვან საქმეებზე არ გადაიტანთ ყურადღებას და მათზე დროს არ დახარჯავთ - ამას თქვენი ფინანსური მდგომარეობის შერყევა შეუძლია. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საჭირო ადამიანთან შეხვედრა, რაც თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობის შესაშური ფინალი გახდება.
ტყუპი: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღეა. თქვენს ოჯახში, შეიძლება, რაღაც ჭორი შემოიჭრას, რაც გამოიწვევს გაუგებრობებს, კამათს და, შესაძლოა, დიდ სკანდალსაც კი. მოულოდნელი სიახლე, ახალი ვალდებულებები და საქმეები უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. დღეს მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონთ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებს და არა სხვის რჩევებს.
კირჩხიბი: ქალ კირჩხიბებს დღეს წარმატებები ელოდება. რაც არ უნდა გააკეთოთ, პირველივე ჯერზე გამოგივათ. დღეს ძალზე მომხიბლავი ხართ, მთელი სამყარო თქვენ ფეხქვეშაა გაგებული, მთავარია, თავი არ დაკარგოთ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კი, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნებათ, განსაკუთრებით, თუ მათ მიერ შექმნილი საქმიანობა სარისკოა და ავანტურული ხასიათისაა.
ლომი: კარგი დღეა სპორტისთვის, ურთიერთობებისა და ფინანსური პრობლემების გადაწყვეტისთვის. საქმეებს კრეატიულად მიუდექით, გამოიყენეთ მოულოდნელი სვლები. თქვენი შესაძლებლობები და შემოქმედებითი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში აღფრთოვანებას გამოიწვევს. იპყრობთ ყურადღებას, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისა, რასაც პირადი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა შეუძლია. ასევე კარგი დღეა მოგზაურობისა და გართობისთვის.
ქალწული: ქალწულებისთვის კარგი დღეა. თუ შემოქმედებით საქმიანობაში ხართ ჩართული, დღეს სწორედ ამისთვის ხელსაყრელი დღეა, ოღონდ ორი რამ გჭირდებათ - მარტოობა და მფარველი. თუ საქმიანი ხართ, თამამად დაიწყეთ საქმიანი ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან. ვინც ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობს, უნდა აჩვენოს, რა შეუძლია. გამოიჩინეთ მოქნილობა. პირად ფრონტზე ყველას დიდი გამარჯვება ელოდება.
სასწორი: დღეს თქვენმა ახალმა ნაცნობებმა, შესაძლოა, თვალნათლივ გაჩვენონ, რომ მეტი შეგიძლიათ და იქნებ, სულ სხვა სფეროშიც. მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. თქვენი მგზნებარე ტემპერამენტი სასიყვარულო საქმეებში, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დღეს ვნებები უნდა დააცხროთ, რათა პარტნიორთან ჩხუბის პროვოცირება არ მოახდინოთ.
მორიელი: დღეს თქვენი გავლენის გაძლიერების დღეა. ეს დაგეხმარებათ, რომ საზოგადოებრივ და საქმიან სფეროში წინსვლისთვის სტარტი აიღოთ. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, სხვა ჰორიზონტებს გაგიხსნიან. მაგრამ დღევანდელი დღე საშიშროებასაც შეიცავს - არის ცუდი შემთხვევების ალბათობა, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის, ტრავმების მიღებისა და სხვა.
მშვილდოსანი: რამდენადმე დაძაბული დღეა, გაქვთ განგაშის შეგრძნება, უსიამოვნებები გახვევიათ თავს. ეს რომ თავიდან აირიდოთ, იყავით აქტიური და სამუშაოზე გაამახვილეთ ყურადღება. დასვენებას დღეს, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ. თუმცა, საღამოს დაძაბულობა შემცირდება და შეძლებთ დროის გატარებას ოჯახში ან მხიარულ კომპანიაში. რთული დღის დაძაბულობის მოხსნაში მსუბუქი ფლირტი დაგეხმარებათ.
თხის რქა: მძიმე, არაერთმნიშვნელოვანი დღეა. საქმიან სფეროში უძრაობის დროა. დაგეგმილ საქმეებს შედეგები არ მოაქვს, თუ მოაქვს - არასაკმარისი. დღეს არ ღირს საქმიანი კონტაქტების, პირადი ურთიერთობების დამყარება. მოლაპარაკებებში მონაწილეობაც არასასურველია. ჯობს, თვითანალიზს მიხედოთ და გაკეთებულის შედეგები შეაჯამოთ. ბევრი არ ილაპარაკოთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ.
მერწყული: კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. შეგიძლიათ ვალის აღება ან გაცემა, ასევე, რამე საქველმოქმედო საქმეში ფულით დახმარება. თქვენი მომხიბვლელობა იზრდება, შეგიძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და საყოველთაო სიყვარულის მოპოვება. რომანტიკულ შეხვედრას დღეს მომავალში დიდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ ინტიმურ საქმეებში ძალიან ნუ იჩქარებთ - ამან, შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს.
თევზები: წარმატებული დღეა მათთვის, ვინც ყველაფერი კარგად დაგეგმა. გელოდებათ გამარჯვება ფინანსურ სფეროში, სავსე ხართ ენერგიით. საზოგადოებრივ და პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. რომანტიკული კონტაქტები სიხარულს მოგანიჭებთ, თუ ფლირტი არ გაგიტაცებთ, ან არაკეთილმოსურნე ან მეტოქე არ ჩაერევა.