ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა

უწყების ცნობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერმა შველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ მოკლა. სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი.
ბრაკონიერობის ფაქტზე მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლით დაიწყო. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო - ზედამხედველობის დეპარტამენტი