პუტინი: რუსეთი წინასწარ შესთავაზებს მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ საშიში ზონა

Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. რუსული არმია წარმატებით უტევს ფრონტის მთელ ხაზზე, მოწინააღმდეგის მიერ შორის მანძილის იარაღის გამოყენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სპეცოპერაციის მსვლელობაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული სპეცოპერაციის ყველა ამოცანა შესრულდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი რუსული სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიც“ იქნება გამოყენებული, რაზეც წინასწარ გააფრთხილებენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.
„რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე საპასუხო ზომად ისეთი სისტემის გამოყენებისას, როგორიც „ორეშნიკია“, წინასწარ შევთავაზებთ მშვიდობიან მოსახლეობასა და ასევე ვთხოვთ იქ მყოფ მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებს, დატოვონ საშიში ზონები“, — აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი ამას ჰუმანიტარული მოსაზრებებით გააკეთებს.
ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართა, რათა სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე მიეწოდებინა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების შორი მოქმედების იარაღი იქნა გამოყენებული.