პუტინი: აშშ-მა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ჩამოშალა

Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა შეცდომა დაუშვა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღევით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვაში.
„ჩვენი აზრით, აშშ-მა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2019 წელს, გამოგონილი მიზეზით, ცალმხრივად დაარღვია მცირე და საშუალო რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“, — აღნიშნა მან.
ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მსოფლიოს გლობალური კონფლიქტისკენ უბიძგებს, ვინაიდან სწორედ მან, და არა რუსეთმა, ჩამოშალა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და კვლავაც განაგრძობს ბრძოლას ჰეგემონიის შესანარჩუნებლად.
ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართა, რათა უკრაინასთან კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე მიეწოდებინა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების შორი მოქმედების იარაღი გამოიყენა.