პუტინი: რუსეთს აქვს უფლება გამოიყენოს იარაღი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ

Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსება აშშ-ისა და მისი სატელიტების ქმედებებზეა დამოკიდებული, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელიც სისტემა „ორეშნიკის“ გამოცდის შემდეგ გააკეთა.
„საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსების საკითხი აშშ-ისა და მისი სატელიტების ქმედებების კვალდაკვალ გადაწყდება. სამიზნე ობიექტები ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი გამოცდებისას იქნება განსაზღვრული, გამომდინარე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის მუქარებიდან“, — აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვისას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა როგორც უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, ისე მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
„თუ ვინმეს ამაში კიდევ ეპარება ეჭვი, სულ ამაოდ“, — თქვა მან.
როგორც პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთს აქვს უფლება, გამოიყენოს იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თავად იყენებენ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, და უპასუხოს აგრესიას „მტკიცედ და სარკისებურად“.