თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.