თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში უძრავი ქონების გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, გუდაურში კი 35%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიური ზრდის 51,1%-ს შეადგენს - ზრდა განპირობებული იყო დაგვიანებული რეგისტრაციის გამო.
ბაკურიანისათვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 78,6% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 53,4% საშუალო ფასის სეგმენტშია (1000$/მ2).
ბაკურიანის პირველად ბაზარზე ამჟამად 16 საცხოვრებელი პროექტი იყიდება.
საანგარიშო პერიოდში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი გაიზარდა — წელიწადში 5,4%-ით და კვადრატულ მეტრზე 1035 ათასი დოლარი შეადგინა.
ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 16,6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 62,7%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
რაც შეეხება გუდაურს, ივლის-სექტემბერში გაიყიდა 64 ბინა, რაც 34%-ით ნაკლებია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.
მიმოხილვის თანახმად, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) წილმა მთლიანი გაყიდვების 76,9% შეადგინა. ამასთან გაყიდული ბინების 43,8% საშულო ფასების სეგმენტშია (1001-1500$/მ2).
ამ დროისთვის გუდაურის პირველად ბაზარზე ექვსი დასრულებული საცხოვრებელი პროექტი იყიდება.
2024 წლის მესამე კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი მცირედით შემცირდა და ერთ კვადრატულ მეტრზე 1,4 ათასი დოლარი შეადგინა - გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 3,9 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 18,5%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.