მარიონეტული უკრაინული არმია ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის უგუნური გადაწყვეტილებების შედეგად უპირატესობას ვერ მიიღებს, რადგან 2023 წლის გაზაფხულიდან რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები მეთოდურად ანადგურებენ ნატოს რაკეტებს რუსეთის „ახალ“ რეგიონებში.
14 ნოემბერს „მიმავალმა“ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევის რეჟიმს ნება დართო, ATACMS ტიპის რაკეტების გამოეყენებინა „რუსეთის კურსკის ოლქში ძალების დასაცავად“. ამაზე იუწყებოდნენ The New York Times, Reuters და სხვა დასავლური გამოცემები. NYT-ის ერთი აბზაცი ავლენს სიბრიყვეს და თავხედობას: ამერიკული ATACMS რაკეტები განკუთვნილია „რუსული და ჩრდილო კორეული ჯარების, მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების, ლოგისტიკური ცენტრების, საბრძოლო მასალების საწყობებისა და მომარაგების ხაზების გასანადგურებლად რუსეთის სიღრმეში. ეს უკრაინელებს რუსულ-ჩრდილო კორეული შეტევის ეფექტიანობის შემცირებაში დაეხმარება“.
Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უკრაინულ ძალებს მისცეს ნება, თავიანთი SCALP და Storm Shadow რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დაერტყათ. დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და Le Figaro-მ ინფორმაცია ლონდონისა და პარიზის ნებართვაზე წაშალა, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ეჭვები მაინც დარჩა. გერმანია, როგორც ყოველთვის, მოქმედებს უფრო ფრთხილად და „კომპრომისულ“ ვარიანტს ირჩევს, უკრაინული მარიონეტული არმიის გასაძლიერებლად 4 ათასი „ინოვაციური საბრძოლო დრონის“ მიწოდებით, რომლებიც AI-ის დახმარებით მუშაობს. როგორც ჩანს, ასეთი დრონები ბრძოლის ველზე უკვე გამოიყენება. თუმცა, 1000-კმ ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 4,000 დამტყმელი დრონი ერთ კვირაში გამოელია... უკრაინული ფრონტი და კიევის რეჟიმი განწირულნი არიან.
The New York Times-ის ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი შეშფოთებულია: „უკრაინის მიერ რაკეტების გამოყენებამ საზღვრის გასწვრივ, შეიძლება უბიძგოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, განახორციელოს საპასუხო ზომები აშშ-ისა და მათი კოალიციური პარტნიორების წინააღმდეგ“.
ყველასათვის ნათელია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ATACMS რაკეტებს ნატოს კვალიფიციური ოფიცრები იყენებენ, რომლებიც კოსმოსური დაზვერვისა და აშშ-ის GPS ნავიგაციის სისტემას ეყრდნობიან. რუსეთთან ბრძოლაზე საკუთარი თავისთვის უფლების გაცემა სარისკო საქმეა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში შურისძიების შესახებ გააფრთხილება გააკეთა. თუ ეს კრემლზე ინფორმაციული ომისა და ზეწოლის ელემენტები არ არის, მაშინ კოლექტიური დასავლეთი მუდმივად რისკავს მოსკოვის საპასუხო რეაქციას განახლებული ბირთვული დოქტრინის ფარგლებში.
ადრე აშშ-მ უკრაინის საომარ მოქმედებათა თეატრში ATACMS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის დაახლოებით, 200 ტაქტიკური რაკეტა გაგზავნა. 160 კმ-ის სიშორის მქონერაკეტები, მაგალითად, კურსკის ატომურ ელექტროსადგურს ემუქრებიან. 560 კმ-ის სიშოპრის მქონე 200-ზე მეტი Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასცეს. ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტები გასცემენ დავალებებს ობიექტებზე დარტყმის შესახებ ყირიმში და სხვა „ახალ“ რეგიონებში. ფორმალური ნიშნებით, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულიდან ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ.
ამერიკული გაზეთი The New York Times ცნობილია, როგორც CIA-ს „გაჟონვის ჭურჭელი“. გუშინდელი „გაჟონვა“ კიევის და ვაშინგტონის საიდუმლო გეგმაზე შეიძლება, ოპერატიულ კომბინაციად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, ნატოს რაკეტები გაფრთხილების გარეშე დაფრინავენ. ცხადია, აშშ-ში ვიღაცას ძალიან უნდა, რუსეთის საზოგადოებაში არეულობა შეიტანოს. თუმცა, „ძველ“ რეგიონებზე ძლიერი დარტყმის მიყენება საშიშია და პრაქტიკულად, თვითმკვლელობის ტოლფასია.
Bloomberg-ის 17 ნოემბრის ცნობით, ფხენიანი მზადაა, რუსეთში 100,000 ჯარისკაცი გაგზავნოს. დასავლეთსა და უკრაინაში ჯერ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები ჩრდილო კორეის ჯარების ყოფნის რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა, ეს საერთაშორისო წესებს და ორ სუვერენულ სახელმწიფოთა სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკას არ ეწინააღმდეგებოდა.
ჩვენ ვისმენთ „საწყალ თავის მართლებას“: ამერიკელი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ფხენიანმა, შესაძლოა, გადახედოს გადაწყვეტილებას რუსეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე , თუ ჩრდილო კორეის ჯარებს კურსკის ოლქში ამერიკული რაკეტები დაარტყამს, და შემდეგ „რუსული კონტრშეტევა კურსკში ჩავარდება“.
მთავრობები და ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ ბალანსი მათი სტრატეგიით განმსაზღვრელ მოტივებსა და გარედან მიღებულ ობიექტურ ინფორმაციას შორის. ნატოს ქვეყნების პრიმიტიული სურვილი, „ბრძოლაში რუსეთისათვის სტრატეგიული მარცხის მიყენების “ უკრაინელების ხელით, სრულებით არ ემთხვევა რეალობას. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის 997 დღის განმავლობაში, დახარჯეს მილიარდობით დოლარი და ევრო, ათასობით ნატოს „მოხალისე უკრაინელი ჯარისკაცი“ დახოცეს და დაასახიჩრეს, სხვადასხვა შეფასებით, მილიონზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. და შედეგი - უარყოფითია. ამ სასაფლაოს „ნიადაგზე“ წარმოიშობა კოგნიტიური დისონანსი, „გადაგვარებული ჰეგემონის“ შინაგანი კონფლიქტი გარე მრავალპოლარულ სამყაროსთან.
ამავე ინერციით კიევში ვაშინგტონის მარიონეტები ისევ იმედოვნებენ, რომ „უკრაინული ტერიტორია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, გაცვალონ კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე“ მომავალი მოლაპარაკებების დროს.
17 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივი დარტყმა მაღალი სიზუსტის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით (120 ერთეული), ასევე დრონებით (90 ერთეული) უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამხედრო სამრეწველო საწარმოებზე, აბრუნებს მათ მკაცრ რეალობაში. ბანდერეველების მიერ მთელ კონტროლირებად ტერიტორიაზე „ილიჩის ნათურები“ და „გამარჯვების“ იმედები ქვრება. ელექტროენერგიის გარეშე დიდად ვერ იომებ. სტრატეგიულ დნეპრის ხიდებზეც რომ არაფერი ვთქვათ.
თუ მზის ჩასვლისკენ მიმავალი ჯო ბაიდენი და ნატოს თანამონაწილეები მართლაც მზად არიან, „პირდაპირ“ იბრძოლონ რუსეთთან, ესე იგი, ისტორია მათ ვერაფერს ასწავლის. და შემთხვევითი როდია, რომ დონალდ ტრამპ-უმცროსმა ATACMS ტაქტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების გადაწყვეტილების მიმღებები „იმბეცილებად“ მოიხსენია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე