დღეს 2024 წლის 19 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება დასვენება და რელაქსაცია, სულიერი და შემოქმედებითი განვითარება. კარგი იქნება კეთილშობილური საქმეების გაკეთება, მაგალითად, ქველმოქმედება.
დღის მეორე ნახევარი მეტ ოპტიმიზმსა და სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ. შესაფერისი დროა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად, ამიტომ კარგი იქნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები.
ვერძი: გაკრიტიკება ნებისმიერი რამისა და ვინმესი შეიძლება, მაგრამ ეს ახლა თქვენ არ გეხებათ – კრიტიკულ აზროვნებაზე განწყობილი არ ხართ. როგორც არ უნდა მოიქცნენ დღეს ირგვლივ მყოფნი, ეს არანაირად არ იმოქმედებს თქვენზე, რადგან სულ სხვა რამითაა თქვენი გონება დაკავებული. ეძებთ შთაგონებას, რომელიც არ დააყოვნებს. ის იდუმალებითა და საინტერესო თავგადასავლებით იქნება სავსე. თამამად გაეშურეთ უცნობი შეგრძნებებისკენ.
კურო: დილიდან იქნებით სავსე საკმარისი ენერგიით, რომ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. იცით პასუხი იმ კითხვაზეც კი, რომელიც ჯერ არ დაუსვამთ. ეს დღე შესანიშნავია მასშტაბური პრეზენტაციის მომზადებისთვის, რამე ახლის შესწავლისთვის. შეგიძლიათ გაერთოთ, იმხიარულოთ, რეკომენდებულია ფიზიკური აქტიურობა.
ტყუპი: გაჩნდება შეგრძნება, თითქოს ჭაობში ხართ, ან გზის არასაჭირო მხარეს აღმოჩნდით. ასეთ შემთხვევაში, ჯობს, საკუთარ თავს მოუსმინოთ. სიმართლის უარყოფას აზრი არა აქვს. ერთადერთი, რაც გზაზე გეღობებათ, ეს თქვენ თვითონ ხართ. თუ ძალასა და დროს იმაზე ხარჯავთ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს დააკისროთ, ეს არასწორი გზაა. მიმართეთ ენერგია პრობლემის გადაჭრაზე და არა იმაზე, რომ ამაში სხვას დასდოთ ბრალი. ამასთან, ამოცანის გადაწყვეტა თქვენ თვალწინაა, ამას, უბრალოდ, დანახვა უნდა.
კირჩხიბი: ცხოვრების გრძნობებთან დაკავშირებული მხარე დღეს დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, გახვიდეთ გარეთ და რამე სასიამოვნო გააკეთოთ. სუფთა ჰაერი, ბუნების ხმები თქვენს წარმოსახვას გაამძაფრებს და ახალი ბრწყინვალე იდეების დაბადებას შეუწყობს ხელს. თქვენში პიროვნების განახლების პროცესი მიმდინარეობს და ელოდებით, როდის წარდგებით სამყაროს წინაშე ახალი „მე“–თი. ამისთვის რამე სახის ძალისხმევა საჭირო არაა. ყველაფერი თავისით გამოვა.
ლომი: არცთუ ხელსაყრელი დღეა. გიჭირთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან, იზრდება დაძაბულობა, მაგრამ არ იცით, ამაზე რა რეაგირება უნდა გქონდეთ. ასევე მწვავდება უთანხმოება უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. სულ უბრალო თემის განხილვაც კი, შესაძლოა, ნამდვილი კონფლიქტით დასრულდეს თავისი დიდი ხნის შედეგებით. უფრო პოზიტიურ კილოზე აწყობაში დაგეხმარებათ სიტუაციისგან გარიდება, სეირნობა, გარემოს გამოცვლა. კარგი იქნება ასევე შოპინგი.
ქალწული: თქვენი ენერგია და გამჭრიახობა დღეს იდეალურ კომბინაციაშია. ამის წყალობით მოგეცემათ ახალი შესაძლებლობები, გექნებათ ხელსაყრელი თანამშრომლობა ადამიანებთან. თუ შენიშნავთ, რომ რაღაცას გამოსწორება სჭირდება, გააკეთეთ ეს. კარგად ხედავთ, რა და როგორ უნდა მოიმოქმედოთ, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. სწორედ მომავლის განჭვრეტის უნარს აფასებენ თქვენში.
სასწორი: თქვენ გარშემო ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, შესაძლოა, ბავშვიც კი, გონების ხმის როლში მოგევლინებათ. ამ ადამიანის განვითარების სურვილი თქვენი შთაგონების წყარო გახდება. არის თქვენს ცხოვრებაში რაღაც ფაქტები, რომელთა აღიარება არ გინდათ, რადგან ისინი თქვენს გეგმებს ვერ ეწყობა. მაგრამ ეს ფაქტები არსად გამქრალა და სანამ მათ არ შეეგუებით, წინსვლას ვერ შეძლებთ და საკუთარ პოტენციალს სრულად ვერ გამოიყენებთ.
მორიელი: დღეს მოგეცემათ საშუალება, ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. სამუშაოზე თუ სწავლაში ყველაფერი მშვიდად მიდის, ამიტომ ცხოვრებაში გამოჩნდა სივრცე ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ახალი მოქმედი პირები დაგაინტერესებთ და მათთან ურთიერთობები სიამოვნებას მოგგვრით. მოდუნდით და დატკბით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით და არ ინერვიულოთ, თუ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ.
მშვილდოსანი: თუ სხვის კონფლიქტში აღმოჩნდით ჩარეული, ეცადეთ, სასწრაფოდ გაეცალოთ იქაურობას და ყველას გააგებინოთ, რომ პრობლემები თქვენ გარეშე გადაწყვიტონ. ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ და ახლა „ხელების დაბანის“ დრო დადგა. ჯობს, ენერგია დამშვიდებისკენ და საკუთარი თავისთვის რამე სასიამოვნოს გაკეთებისკენ მიმართოთ. კარგი იქნება, თუ მასაჟს გაიკეთებთ, ან დამამშვიდებელ აბაზანას მიიღებთ. მოდუნდით.
თხის რქა: ცხოვრება რბოლა კი არა, გამოცდილების გამდიდრებაა. არანაირი აუცილებლობა არაა, ერთი თავგადასავლიდან მეორეზე გადაერთოთ და ყოველდღიურ აქტიურობაში იყოთ. დაისვენეთ. თუ ასე არ მოიქცევით, რისკავთ, რომ ვერ შენიშნოთ თქვენს ცხოვრებაში ერთი შეხედვით ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ფრიად სასიამოვნო რაღაცები. ვიღაც, შესაძლოა, სასოწარკვეთილი ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას, მაგრამ ისე ხართ გადართული სხვა საქმეებზე, რომ ამას ვერც ამჩნევთ. არ დაუშვათ დღეს ეს შეცდომა.
მერწყული: სხვადასხვა თემის შესწავლა კმაყოფილებას განიჭებთ, მაგრამ დღეს აჯობებს, თუ ერთ რამეზე შეჩერდებით და მას ჩაუღმავდებით. ერთი თემიდან მეორეზე ხშირ–ხშირად გადართვა სარგებელს ვერ მოგიტანთ. ერთი საკითხი უნდა მიიყვანოთ ბოლომდე. როცა ამ ერთს მორჩებით, მერე გადადით თქვენთვის საინტერესო სხვა თემაზე. სხვაგვარად არანაირი ხეირი არ იქნება – გაითვალისწინეთ.
თევზები: ზოგიერთი თქვენგანისთვის ურთიერთობები ახალი დაწყებულია, ასე რომ, ეცადეთ, იყოთ მომთმენი და მოვლენები არ დააჩქაროთ. თუ იჩქარებთ, ეს მხოლოდ გააძლიერებს დაძაბულობას. ახლა მოვლენებს მშვიდ ტემპში და ბუნებრივად განვითარების საშუალება უნდა მისცეთ, საკუთარ თავს – ცხოვრებაში სხვა ადამიანის არსებობასთან მიჩვევის უფლება. ყველაფერი კარგად მიდის და სად მიგეჩქარებათ?