საქართველოში უახლოეს დღეებში დათბება

მიმდინარე კვირაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 22 გრადუსი იქნება
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ხვალ, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-22 გრადუსამდე მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-22 გრადუსამდე მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-18 გრადუსამდე მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 19 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-14 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-17 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 19 ნოემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 19 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-14 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 19 ნოემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-9 გრადუსი დაფიქსირდება.