გაზსადენზე ავარიის გამო თბილისში 6 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 22:00 საათამდე აღუდგება.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია „ენ სი თიმ“ მიწისქვეშა სამუშაოების დროს გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დაახლოებით 6,1ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, ნათქვამია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18 ნოემბრის 13:15 საათიდან შეუწყდა როგორც სამგორის რაიონის მოსახლეობას, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სამოქალაქო ობიექტებს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი „თბილისი ენერჯის“ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა18 ნოემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.