მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა მეცხოველეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით შემცირდა და 848 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც გასული წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე 5,2%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ღორის რაოდენობა 213,6 ათასი სული შეადგინა, რაც 12,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, შეინიშნება ფრინველის რაოდენობის შემცირება 1,7%-ით. ქვეყანაში 2024 წლის მესამე კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 9,4 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2024 წლის მესამე კვარტალში ხორცის წარმოებამ 19,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოება 0,2%-ით შემცირდა და 171,8 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 0,4%-ით შემცირდა (153,1მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
2024 წლის ივლის-სექტემბერში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 46,7 ათასი სული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1 ათასით მეტია. ამავე დროს იმპორტი შემცირდა და 5,8 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 1,5 მლნ ფრთა შეადგინა, იმპორტმა - 1,5 მლნ ფრთა.
ღორის იმპორტი 23,3%-ით გაიზარდა და 34,9 ათას სულს გაუტოლდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ღორის ექსპორტი არ განხორციელებულა.
ღორის იმპორტი 44,9-დან 51,7 ათას სულამდე გაიზარდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის მესამე კვარტალში ექსპორტი არ განხორციელებულა.