თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა, იუწყება ქართული მედია,
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
პოლიციამ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.