ძიუდო: 23-წლამდე ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთის ქალაქ პილაში, ძიუდოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართა, ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი 4:3 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
90 კგ აკაკი ჯაფარიძე
+70 კგ ნინო პაპიძე
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ ნინო ლოლაძე
73 კგ გიორგი ლოლაძე
70 კგ ეთერ ასკილაშვილი.
23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები ხუთი მედლით (სამი ოქრო,ერთი ვერცხლი,ერთი ბრინჯაო) მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.