„მერვე ლეგიონის" დასახლებაში ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა

ამ დროისთვის დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბ ერი – Sputnik. თბილისში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ისანი-სამგორის რაიონში დღეს მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
აფეთქების შედეგად ავტოფარეხის ტერიტორიაზე არსებული ავტომანქანები დაზიანდა.