თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა: სვანეთში შეზღუდვები მოქმედებს

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის გამო, უშგული-ლასდილის მონაკვეთზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 185-192-ე კმ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე (101-184-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია​ ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე.
წყარო - გზების დეპარტამენტი