თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წელთან შედარებით 7,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“ მასალებში.
ამრიგად, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 0,3 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა იმ მონაცემებთან შედარებით, რომლებიც დაზუსტდა მიმდინარე წლის მარტში, როდესაც მშპ-მ 7,5% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2023 წელს მშპ-ის მოცულობამ 30,8 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 2,9% შეადგინა. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 8.284 დოლარი შეადგინა (ერთი წლის წინ - 6.731,2 დოლარი იყო).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2023 წელს ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, განათლება, ვაჭრობა.
2023 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 27,5 |
პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 23,6 |
განათლება | 18 |
ვაჭრობა | 17,8 |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა | 15,6 |
კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის (-3,4%), სამთო მომპოვებელ (-19,6%), უძრავი ქონების სფეროში (-2,0%), ასევე ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის (-2,5%) მიწოდების სფეროებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (-4,6%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ.
2023 წელს ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით
ეკონომიკის სფერი | ხვედრითი წილი მშპ-ში, % |
ვაჭრობა | 16 |
უძრავი ქონება | 10,6 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 9,6 |
მშენებლობა | 7,6 |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 6,9 |
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.