თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება კომისიის ოპოზიციონერ წევრებსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და მის მოადგილეებს შორის შეხლა-შემოხლით დაიწყო.
ოპოზიციის პირველმა გამომსვლელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვის გაგრძელების უფლება არ მისცა, ფეხზე წამოდგა და ცესკოს თავმჯდომარეს სახეში ჭიქით შავი საღებავი (სითხე) შეასხა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, მაგრამ სხდომა შეწყდა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაჯამებლად შაბათს 11:00 საათზე სხდომა დანიშნა.
ამასობაში, შეხვედრის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.
ცესკომ შაბათს, 11:00 საათზე ჩანიშნა სხდომა, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების უნდა შეჯამდეს.
პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციის მომხრები, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში ხუთი პოლიტიკური ძალა შევიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მოიპოვა და ამით ძალაუფლება შეინარჩუნა. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მიიღო.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") მიიღო 18 მანდატი, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 17, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" კი 12.
მთელი ეს ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ამტკიცებს, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
ჯერ ერთი, ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრის დროს ფარული კენჭისყრის პრინციპი მასიურად დაირღვა, მეორეც, ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების გამოყენებით „კარუსელები“ მოხდა.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები ფარული კენჭისყრის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩევლები ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდნენ.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.