თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ ხუთშაბათშ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 61 წლის გიორგი კერვალიშვილი რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
მამაკაცი, რამდენიმე მონაწილესთან ერთად, პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის განმავლობაში არ ტოვებდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას.
წინასწარი მონაცემებით, დიაბეტით დაავადებულ მამაკაცს მოულოდნელად ინფარქტი დაემართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვიანებით მივიდა. მანამდე მას გულის შეტევა ჰქონდა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.