რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - ოქტომბრის მონაცემები

გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 23%-ით, ძველი ბინების კი 8%-ით შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,8 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 22%-ით და 274 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 23%-ით, ძველი ბინების კი 8%-ით შემცირდა.
2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრში - 1%-ით, ხოლო ცენტრთან ახლოს - 1%-ით შემცირდა.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 9%-ით გაიზარდა გარეუბანსა და 14%-ით - ქალაქის ცენტრში. ცენტრთან ახლოს კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.