მედვედჩუკმა დასავლურ ელიტას „კოლექტიური ჰიტლერი“ უწოდა

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხში დასავლური პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს „კოლექტიურ ჰიტლერს“, რომელსაც საკუთარი სიდიადე აბოდებს, განაცხადა მოძრაობა „სხვა უკრაინის“ საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკმა.
„დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ უბიძგებს დასავლური პოლიტიკური ელიტის არაკომპეტენტურობა, შეზღუდულობა და სიგიჟე მსოფლიოს ომისკენ, რომელშიც ყველაზე მეტად კოლექტიური დასავლეთი დაზარალდება. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი არ მიჰყვება ამ გიჟურ გეგმას, მაგრამ ზოგადი განწყობა ისეთია, რომ დღეს დასავლური ისტებლიშმენტი საკუთარ თავს კოლექტიურ ჰიტლერად წარმოაჩენს, რომელსაც საკუთარი სიდიადეაბოდებს“, - ნათქვამია მედვედჩუკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი თქმით, ახლა უკვე ჩანს, როგორ კარგავს კოლექტიური დასავლეთი „ჰეგემონიას თავისი ელიტის დეგრადაციის გამო“, თუმცა, სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, დეგრადირებაში ხელი არ უნდა შეეშალოს.
მედვედჩუკი დარწმუნებულია, რომ დასავლურ ელიტას უკრაინის საკითხში ერთი ხაზი არ აქვს და „არც კონსენსუსი ჩანს“. უფრო მეტიც, როგორც მან აღნიშნა, დასავლელი ლიდერების უპასუხისმგებლობის გამო მსოფლიო მესამე მსოფლიო ომიდან ნახევარ ნაბიჯში დგას და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია „გონიერი პოლიტიკური ძალების შეკრება, რათა ეს არ მოხდეს“.