პაპუაშვილი: დასავლეთი საქართველოს აკრიტიკებს, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავენ

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების განზრახვა არადემოკრატიულ ნაბიჯად მიიჩნიეს.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. დასავლეთის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის აპირებს ქვეყნის წინა ხელისუფლების პარტიები პასუხისგებაში მისცეს თავიანთი ქმედებების გამო, მაშინ როდესაც თავად დასავლეთის ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების განზრახვა არადემოკრატიულ ნაბიჯად მიიჩნიეს. ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა განაცხადა კიდეც, რომ საქართველოში მთლიანი ოპოზიციის გაუქმება იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა, რომ სამართლიანი პროცედურა არაკონსტიტუციურად აღიარების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მემკვიდრე პარტიებისა და სატელიტი ორგანიზაციების მიმართ დაიწყებოდა.
„საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ; გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას; ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ასეთ დროს ამბობენ: „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კვლავ დაიწყეს საუბარი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პარტიების პასუხისგებაში მიცემაზე. მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია გააგრძელებს „კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ“ წასვლას.
საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ უარს ამბობს 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე.
გაერთიანებები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო" და პარტია "საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. პარტიის „საქართველოსთვის“ გარდა, ისინი თბილისში პერიოდულად საპროტესტო აქციებს აწყობენ.
„ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოალიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას და საერთო უცხოელი პატრონის მქონე აგენტებს.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ შედგება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაარსებული პარტიებისგან.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხერხემალი არის პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც შეიქმნა „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ. პარტია „საქართველოსთვის“ კი „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დააარსა.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის წინა ხელმძღვანელობის ბევრი წარმომადგენელი წარდგა სასამართლოს წინაშე. ამჯერად „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებთან ასოცირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ მოსახლეობას ახსოვს წინა ხელისუფლების მართვის სასტიკი მეთოდები: ძალადობა, ბიზნეს რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.
მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს საუბარი ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიღების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მემკვიდრე პარტიებისა და სატელიტი ორგანიზაციების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით სამართლებრივ პროცედურას დაიწყებდა.
იმის შემდეგ რაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არც ეს არის პრობლემა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის წარსადგენად დეპუტატების მცირე რაოდენობაც არის საკმარისი.