აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და თეთრ სახლში კადრების ცვლილებები არ გააუქმებს ამერიკის ეროვნული ინტერესების პრიორიტეტს, რომელთა დასაცავად ვაშინგტონი ყოველთვის მზადაა, სხვა ქვეყნების ინტერესებისა და მოქალაქეების მსხვერპლად შეწირვისთვის.
ამერიკის ისტორია, ეკონომიკა და აშშ-ის ფინანსური სისტემა, ასევე „გამორჩეულობის“ მითოლოგია, მკაცრ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ეფუძნება. დასავლელი ლიდერების მტაცებლური ინსტინქტები და უგუნურება კიევის მარიონეტებს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტისკენ უბიძგეს, რომელსაც ტრადიციულად გამარჯვების ისტორია აქვს.
უკრაინაში სტრატეგიულ ჩიხში შესვლამ და ევროკავშირის ეკონომიკურმა კრიზისმა იმდენად მტკივნეული და დამანგრეველი შედეგები მოიტანა „ჰეგემონიისთვის“, რომ აშშ-ისა და NATO-ს ბევრ „შავარდნნები“ მზად არიან, თავი მოიკლან მესამე მსოფლიო ომში.
ამიტომაც მათ სურვილი აქვთ, ჩაშალონ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ნებისმიერი სამშვიდობო პროექტი, რომელიც მიმართულია რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიისა და ტაქტიკის „შეარბილებისაკენ“. „შავარდნები“ იყენებენ ყველა საშუალებას – რესპუბლიკელების კანდიდატზე წინასაარჩევნო მიტინგზე თავდასხმით დაწყებული, ახალი არჩეული დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონტაქტების შესახებ Washington Post-ისა და Reuters-ის დეზინფორმაციით დამთავრებული. კრემლში განაცხადეს, რომ ეს „მტკნარი სიცრუეა“.

ვაშინგტონში ბევრი იდეოლოგიური მემკვიდრეა ზბიგნევ ბჟეზინსკისა, რომელიც ამბობდა: „XXI საუკუნეში ამერიკა განვითარდება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ხარჯზე და რუსეთის ნამსხვრევებზე“.
მსგავსი დეზინფორმაციის ბლოკი იქმნება ანტირუსული სანქციების შესაძლო შერბილების ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაამტკიცა მათი დიდი რაოდენობა. 2018-2019 წლებში აშშ-მა რუსეთს თოთხმეტი სანქციური პაკეტი დაუწესა, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები. 2019 წელს ტრამპმა გააორმაგა იარაღის მიწოდება კიევის რეჟიმისთვის და იგი ლეტალური იარაღით (Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით) გააძლიერა. უფრო ადრე, 2017 წლის აპრილში, მან მიიღო გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალების სარაკეტო დარტყმების შესახებ, მოტივირებული ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებით, რომელიც, თითქოსდა, სირიის არმიამ გამოიყენა.
ტრამპი ამერიკის მილიტარიზაციის მომხრეა, რომელმაც 2018 წელს უზრუნველყო აშშ-ის გამოსვლა შუალედური რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან.
ობიექტურად, ტრამპი ვერ იქნება „რევოლუციონერი“ ან „ჯადოქარი“, თუნდაც ძალიან მოინდომოს. პირველი ტყვია წინასაარჩევნო მიტინგზე აიცილა, თუმცა აშშ-ის ისტორიაში ექვსჯერ მოკლეს პრეზიდენტები, რომლებიც არ იყო „ღრმა სახელმწიფოს“ სასურველი (მისი ძირითადი წარმომადგენლები არიან დიდი ბანკირები და იარაღის მწარმოებლები). აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის უკიდურესად მომგებიანია ხანგრძლივი, მაღალი ტექნოლოგიების სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში – იარაღის წარმოება ათწლეულების განმავლობაში დატვირთულია NATO-სა და პენტაგონის შეკვეთებით. სუპერმოგება ხშირად ჩრდილავს ბირთვული განადგურების საფრთხეს.

ტრამპის წინასაარჩევნო განზრახვა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების თაობაზე, შეიძლება გადაიზარდოს კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებაში. აქ არ უნდა არსებობდეს ილუზიები. კრემლის ცივი, გონივრული დამოკიდებულება ახლად არჩეულ აშშ-ის პრეზიდენტზე სრულიად გასაგებია. რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს ტრამპის მეორე ვადა სლოგანით „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ (Make America Great Again), პრეზიდენტი არ არის თავისუფალი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სისტემური კოორდინატებისგან, ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვებისგან, რომლებიც ტრადიციულად იყენებენ სხვა ქვეყნების რესურსებს, თანაც, მათ საზიანოდ.
გაყავი და იბატონეს პრინციპი არახალია. თუმცა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დაჟინებული მცდელობები, აიძულოს „გამძლე“ ქვეყნები მხარი დაუჭირონ „NATO-ს ჯვაროსნულ ლაშქრობას რუსეთის წინააღმდეგ“ საპირისპირო შედეგებით დასრულდა – მათ შექმნეს „ახალი მტრები ადრე ნეიტრალურ სახელმწიფოებს შორის“.
უფრო მეტიც. კოლექტიური დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უახლოესი რატიფიკაციით. NATO-ს ანალიტიკოსებმა მას „ვარშავის ხელშეკრულება 2.0“ უკვე უწოდეს. ისმის კითხვა: „შეძლებს კი დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პარტნიორობის დაშლას?“. მართლაც, მოსკოვი და ფხენიანი დღეს მზად არიან ვაშინგტონს „უკიდურესად მტკივნეული გეოპოლიტიკური გაკვეთილი“ მოუმზადონ – მან ხომ ათწლეულების განმავლობაში „სხვების ხელით ომების“ სტრატეგია ირჩია, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენება.
არსებობს რისკი, რომ აშშ ორი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში ჩაბმული აღმოჩნდეს, და „პრეზიდენტ ტრამპს მთელი გამბედაობა დასჭირდება, რათა შეამსუბუქოს ვაშინგტონის სახიფათოდ კონფრონტაციული ურთიერთობები მოსკოვსა და ფხენიანთან“.
ავღანეთის გამოცდილებამ და იქ განცდილმა სირცხვილმა ვერაფერი ასწავლა დასავლელ პოლიტიკოსებს და სტრატეგებს. როგორც არ უნდა იყოს, რუსეთის სპეცოპერაციის თავდაპირველი მიზნები მიღწეული იქნება, და აშშ და NATO განწირულნი არიან ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდის განმავლობაში იხადონ უკრაინაში მათი გეოპოლიტიკური და ისტორიული შეცდომების ფასი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე