მსოფლიო დღეს

CNN: გაეროში აშშ-ის მომავალმა ელჩმა უკრაინისადმი პოზიცია შეიცვალა

Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ელის სტეფანიკი, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩად დანიშნა, უარს ამბობს, დაიცვას თავისი ადრინდელი პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, იუწყება CNN-ი.
ამასთან, ტელეარხის ცნობით, მისმა პრესმდივანმა ალი ბლექმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, სჯერა თუ არა სტეფანიკს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი ჩაიდინა, როგორც ეს 2022 წელს განაცხადა. ოფისმა უბრალოდ მიანიშნა, რომ ის ტრამპის მიდგომას უჭერს მხარს.
„სტეფანიკი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის ძალით დამყარების პოლიტიკისდღისწესრიგს და მიჰყვება მის, როგორც მთავარსარდლის საუკეთესო პრაქტიკას უკრაინაში ომის დასასრულებლად“, — განუცხადა CNN-ს ბლექმა.
როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ასევე შეიცვალა სტეფანიკისქმედებები წარმომადგენელთა პალატაშიც. თავდაპირველად იგი პროუკრაინულ კანონმდებლობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ემხრობოდა, მაგრამ აპრილში უკვე უარი თქვა კიევისთვის 60- მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე.