თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქორწინო ცერემონიის დროს 60 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ არაფლში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ქალი ცეკვის დროს შეუძლოდ გახდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.