თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ტურინის „იუვენტუსი" მზადაა 20 წლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩის ტრანსფერში იტალიურ „ემპოლის“ 7 მლნ ევრო შესთავაზოს, იუწყება გამოცემა Juvelive.
გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან" „ემპოლიში" 2024 წლის ზამთარში გადავიდა.
„როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ახალგაზრდა ტალანტებზე ორინეტირებულ სტრატეგიას აგრძელებს და სურს, დაცვა გააძლიეროს. გავრცელებულ სახელებს შორისაა „ემპოლის“ 20 წლის ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც სერია A-ში სეზონი განსაკუთრებით კარგად დაიწყო", - დაწერა გამოცემამ.
გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი „იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო ჯუნტოლიმ გამოავლინა, რომელიც ტურინულ კლუბში გადასვლამდე ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა იტალიურ „ნაპოლიში".
სწორედ ჯუნტოლიმ ითამაშა გადამწყვეტი როლი 2022 წელს საქართველოს ნაკრების ვინგერის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში" გადასვლაში.
როგორც ჩანს, ტურინელებმა ალბანეთის ნაკრების მცველის, არდიან ისმაილის კანდიდატურას ახალგაზრდა ქართველი ამჯობინეს.