თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო თბილისის აეროპორტში დაბრუნდა, იუწყება მედიაპლატფორმა BM.GE ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თვითმფრინავს ნავიგაციასა და ბორტს შორის ხარვეზი დაუფიქსირდა, რის გამოც მას თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია.
პილოტები 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ კავშირის აღდგენას, თუმცა, ვერ შეძლეს.
Georgian Airways-ის ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს - ავიაკომპანია მილანში ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.