შვედეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან

გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1,5 მლნ-ზე მეტი მკითხველი ჰყავს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შვედური ონლაინ-სამოგზაურო ჟურნალ Freedom Travel.se-iს რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლეს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს.
საააგენტოს ცნობით, უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ.
მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ როგორც Freedom Travel.se-ს მკითხველებისთვის, ისე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.
პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.