საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის საგურამოს ბაზაზე მომზადება დაიწყო.
ვარჯიშში მონაწილეობა 14-მა მოთამაშემ მიიღო - გიორგი მამარდაშვილმა, ლუკა გუგეშაშვილმა, გურამ კაშიამ, სოლომონ კვერკველიამ, ლუკა ლოჩოშვილმა, ოთარ კაკაბაძემ, ალექსანდრე კალანდაძემ, ლევან შენგელიამ, გიორგი წიტაიშვილმა, ანზორ მექვაბიშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. დანარჩენი მოთამაშეები გუნდს საგურამოს ბაზაზე 12 ნოემბერს შეუერთდებიან.
ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს: 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ, 19 ნოემბერს კი ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
ოთხი ტურის შედეგებით, საქართველო ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (7 ქულა), ალბანეთი მესამეზე ადგილზე (6 ქულა), უკრაინა (4 ქულა) კი ბოლო ადგილზეა.