მედია: ნაქირავებ ბინაში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მედიის ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაქირავები ბინიდან 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცისა და 21 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედრები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
დაღუპულთა ოჯახებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რა ახალგაზრდებთან ორი დღის მანძილზე კონტაქტი ვერ დაამყარეს.