მარნეულში 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად დაიღუპა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ ალგეთში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.