თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მიიღოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ქართული კანონის, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს, ანალოგი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კი, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ, უკვე დიდი ხანია მოქმედებს აშშ-ში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
9 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივ განცხადებაში შეშფოთება გამოხატეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე „მრავალრიცხოვანი დარღვევების“ გამო. მათ აღნიშნეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, სანამ ქვეყანა არ შეცვლის კურსს და „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო“ კანონებს არ გააუქმებს.
„დონალდ ტრამპმა, პრაქტიკულად, დააანონსა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ლგბტ-პროპაგანდაზე. „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აშშ-ს ისედაც მიღებული აქვს. ახლა დადგნენ და აკრიტიკონ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თუ მაგარი ბიჭები არიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ეს დადასტურდა 26 ოქტომბერს, როდესაც ორი კანონი მიღებული იქნა და 1 მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ამ კანონებს და „ქართულ ოცნებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ხელისუფლების მისამართით მუქარა და დასავლეთის კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოსთვის, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
„როდესაც არცერთი არგუმენტი არ არსებობს და ყველა გაურბის არგუმენტებით საუბარს, საბოლოო ჯამში მხოლოდ მუქარასა და თითის ქნევას ვიღებთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა გორდულაძემ.
დელისუფლებისთვის მთავარი - ქართველი ხალხის ინტერესებია, დასძინა დეპუტატმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის დისკრიმინაციის გაზრდის რისკებს. ხოლო მოწინააღმდეგეები ე.წ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.