გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია - მნიშვნელოვანი მოვლენა სამხრეთ კავკასიისთვის

Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ერთგული რჩება იმ იდეისა, რომელიც კლიმატის კრიზისის დაძლევას შეეხება და კვლავაც განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას ამ მიმართულებით, წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
პრემიერი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) იღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.
კობახიძის თქმით, ბაქოსკონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
„ჩემთვის პატივია ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, — ნათქვამია პრემიერის ტვიტში.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას, რომელიც როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე კლიმატის გავლენის შეფასებაზეა ფოკუსირებული, გაეროს გენმდივანი ანტონიუ გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.