საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ორ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
უწყების ცნობით, 8 პირობით მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. 3 მსჯავრდებულ პირს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.