ბასილაშვილმა კობეს ტურნირს გამოეთიშა

ამჟამად ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ კობეში Сhallenger ტურნირს გამოეთიშა.
კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს ერთი შეხვედრის მოგებოდა სჭირდებოდა, თუმცა, იგი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელ ჰიროკი მორიასთან სამ სეტში – 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა.
ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველ სეტში მეტოქეს თავისი თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. ქართველს პრობლემები მეორე სეტის ბოლოდან შეექმნა და შეხვედრაში სათანადოდ დაბრუნება ვერც მესამე სეტში მოახერხა.
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის დამარცხება ორი კვირის წინ, სეულის ჩელენჯერზე შეძლო - ტურნირი მისი გამარჯვებით დასრულდა.
ამჟამად ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზეა.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.