თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 79 ათას დოლარს, მანამდე ბიტკოინის ფასის ისტორიული მაქსიმუმი 78 ათასი დოლარი იყო. ამას, РИА Новости-ს ცნობით, ვაჭრობის მონაცემები ადასტურებს.
კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა Bybit-ზე 07:55 საათის მდგომარეობით (მოსკოვის დროით) ბიტკოინის ფასმა 79,331 ათასი დოლარი შეადგინა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ ინფორმაციის ფონზე ბიტკოინის ფასის ზრდა გრძელდება.