სპორტის სამინისტრო: ქართველი ტაეკვონდოისტი ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ალბანეთში კადეტ ტაეკვონდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე გურაბანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება „პირველი არხი".
ევროპის პირველობაზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე გურაბანიძემ ( -33კგ) ტურნირზე ყველა ბრძოლა მოიგო, ფინალში კი ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და გამარჯვბა იზეიმა.
ქართველი ტაეკვონდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.