ქართველმა მოციგურავეებმა ტოკიოში სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს

NHK Trophy — მსოფლიო ღია პირველობაა ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც იაპონიაში 1972 წლიდან იმართება
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე სპორტულ წყვილებს შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე გაიმარჯვეს
ქართველმა მოციგურავეებმა სავალდებულო და თავისუფალი პროგრამის ჯამში 213,05 ქულა დააგროვეს, იაპონელების ფავორიტი წყვილი რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა სოლიდური სხვაობით გაუსწრეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე გაიმარჯვეს
NHK Trophy — მსოფლიო ღია პირველობაა ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც იაპონიაში 1972 წლიდან იმართება. 1995 წლიდან ეს ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის ტურნირების სერიაში შევიდა.