ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინალში ირმა ხეცურიანმა ბელარუს და უკრაინელ სპორტსმენებს აჯობა
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართველი პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე პიზაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელ ნადია დოლოჰს 15:13 სძლია.
ეტლით ფარიკაობა პარალიმპიური სპორტის სახეობაა, რომელიც ზაფხულის თამაშების პროგრამაში 1960 წელს რომის ტურნირზე შევიდა.